თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამის შესახებ "დოიჩე ველე" გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით, გერმანია თურქეთ-ევროკავშირის დაახლოებით დაინტერესებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის წევრობის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ასეთი სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი, როგორც თურქეთია, ორიენტირებული იყოს ევროპაზე. თურქეთის კურსი - ეს ევროპაა. თურქეთთან მოლაპარაკებები საიმედოდ, საქმიანად და ფარული განზრახვების გარეშე უნდა წარიმართოს, მაგრამ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე შეუძლებელია", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტამბულში თურქ კოლეგასთან, ახმედ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, გიდო ვესტერველეს განცხადებით, გერმანია თურქეთთან მიმართებაში მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გაფორმების იდეით გამოდის, რომლებიც ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გაზრდის.