"შავ ზღვაში ორჯერ მეტი პლასტიკური ნარჩენი ტივტივებს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ბუნებრივ წყალსაცავში", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ავრცელებს.
"ზღვის მაცხოვრებლების უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი. გადარჩენისთვის მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, დავიცვათ ჩვენი ზღვა და გადავარჩინოთ მისი ბინადარნი", - ვკითხულობთ UNDP-ის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ვიდეორგოლის დასასრულს ვკითხულობთ, 2050 წლისთვის შავ ზღვაში უფრო მეტი პლასტიკური ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი.