ჩინეთში, ციანსუს პროვინციაში, პლასტმასის ქარხნის აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 300-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის, აფეთქების მიმდებარე ტერიტორია, ქიმიური შენაერთების აალების შედეგად წარმოქმნილი შავი ღრუბლით არის დაფარული.