ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ჩეტკიძეების უბანში ცეცხლი ნახევრად კაპიტალურ სახლს მოედო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დიასამიძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოჯახს ქედის მერია დროებით საცხოვრებელს დაუქირავებს.