ტერორიზმის მხადრაჭერის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი, რომელიც 22 თებერვალს უნდა გამართულიყო, დღეს გაიმართება. თუმცა, როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ერთ-ერთი ბრალდებულის, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუხადა, დღევანდელი პროცესიც გადაიდება.
„დღეს წინასასამართლო სხდომაა, რომელიც გადაიდება. პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, ჯერ ისევ ველოდებით რაღაც დასკვნებს. პროცესის გადადებას ვეთანხმები, რადგან, ჩემი მტკიცებულებებიც მოსაპოვებელი მაქვს, რაც ადამიანების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოვიპოვე“, - აცხადებს კუბლაშვილი.
კუბლაშვილის განმარტებით, ალდამოვმა, ხუთშაბატს დაკითხვაზე, გამომძიებლებთანაც დაადასტურა ადვოკატთან გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებს მაჩალიკაშვილი ალდამოვში აერიათ.
,,მან ჩემთვის მიწოდებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან მაჩალიკაშვილი უკონფლიქტო ადამიანად დააასახელა. მის ხელში იარაღი არავის უნახავს, ეს წარმოუდგენელი რაღაც არისო, აღნიშნა ალდამოვმა“, - აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 იანვარს შეუფარდა.