ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალში არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა დაპატიჟა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ოსინფორმი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მარადონამ სეპარატისტთთა ლიდერისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწვევა ვენესუელაში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.
სააგენტოს მტკიცებით, მარადონამ კოკოითის მიწვევა სიამოვნებით მიიღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს სეპარატისტებთან ვიზიტის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალში იმედს გამოთქვავენ, რომ დიეგო მარადონა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლას არა როგორც ნარკომანი, არამდე როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი ისე აპირებს.
ამასთან, ცხინვალის მოსახლება კოკოითის რეჟიმისგან უშედეგო პიარკამპანიების ნაცვლად, რომელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ მარადონას ჩამოყვანაა ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნას მოითხოვს და აცხადებენ, რომ ახლა ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება, სამსახური, ჯანდაცვა და ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის არის აუცილებელი და არა იმპერიის მიყრუებულ ნაწილად ყოფნა.