რუმინეთში, ქალაქ ბრაშოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის კუთვნილმა სამხედრო ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა, შედეგად ვერტმფრენში მყოფი 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენში ისრაელის ექვსი და რუმინეთის ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.
ვერტმფრენი რუმინეთი-ისრაელის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.