ერაყში სამი აფეთქების შედეგად ჯამში 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
2 დანაღმული ავტომანქნა კარბალასა და ნაჯაფის გზაზე აფეთქდა. შედეგად, დაიღუპა 19 და დაშავდა 52 ადამიანი. ქალაქ კარბალას პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უმეტესობა შიიტი პილიგრიმები იყვნენ.
6 ადამიანი დაიღუპა ტელეკომპანია "ალ - არაბიას" ბაღდადის ბიუროზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად. ტელევიზიის შენობასთან ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტობუსში აიფეთქა, დაშავდა 20 ადამიანი.