რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს. ამი შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშაი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანად კვლავაც რჩება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება. რუსული მხარე ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს. ამას გარდა, შეხვედრაზე ასევე იგეგმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს საზღვრისპირა რაიონებში არსებული სიტუაციის განხილვა უსაფრთხოების თვალსაზრისით", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.