რობოტი ერიკა, რომელიც იმდენად ჰგავს ცოცხალ ადამიანს, რომ გეგონება სულიც აქვს, იაპონიის ტელევიზიაში ნიუსის წამყვანი გახდება, - ამის შესახებ Daily mail- წერს.
ჰუმანოიდი ერიკა, რომელსაც ხელოვნური საუბრის საუკეთესო სისტემა და 23 წლის ადამიანის ტოლფასი ვიზუალი აქვს, ახალ როლს აპრილში მოირგებს. მისი შემქმნელის, ჰიროში იშიგუროს განცხადებით, ადამიანის მსგავსი რობოტი იმდენად თბილი და მზრუნველია, რომ შესაძლოა, მალე დამოუკიდებელი გონებაც ჰქონდეს.
Wall Street Journal–ის ცნობით, შესაძლოა ჰუმანოიდი რობოტის ხმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორების ხმების ნაცვლადაც გამოიყენონ.
ერიკას ხელების მოძრაობა არ შეუძლია, თუმცა შეუძლია ამოიცნოს, საიდან მოდის ხმას და ამის საშუალებით მიხვდეს, ვინ სვამს შეკითხვას.
ცნობისთვის, ერიკა ოსაკას და კიოტოს უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში, ოსაკას უნივერსიტეტის მოაზროვნე რობოტების ლაბორატორიის დირექტორმა, ჰიროში იშიგურომ შექმნა. მის შექმნაში ფული იაპონიის ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა სამეცნიერო პროექტმა, JST Erato-მ ჩადო.
"ანდროიდი რობოტის შექმნა, ნიშნავს გაიგო, რა არის ადამიანობა, დასვა შეკითხვები: რა არის ემოცია, ფიქრი, ცნობიერება..“,- ამბობს იშიგურო.