ცნობილ თურქ მსახიობს, Kara Sevda-ს ვარსკვლავს ბურაქ ოზჩივიტს ბრაზილიურ სერიალში სათამაშოდ იწვევენ. როგორც თურქული მედია წერს, ბრაზილიური კომპანია Globo-ს პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ირინე რობერტო მარინიოს სურს, მის ახალ პროექტში მონაწილეობა თურქმა მსახიობმა, ბურაქ ოზჩივიტმა მიიღოს. ასისტენტის დახმარებით, რობერტომ ოზჩივიტთან დაკავშირება მოახერხა და ისინი შეხვედრაზე ლოს-ანჟელესში Emmy Award-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა მაშინ, 2017 წლის ნოემბერში, მამის ავადმყოფობის გამო, ბურაქ ოზჩივიტმა აშშ-ში ჩასვლა ვერ შეძლო, არადა Emmy Award-ზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი Kara Sevda-მ აიღო, რომელშიც მთავარ როლს ოზჩივიტი ასრულებდა.
იმის გამო, რომ მარინიომ ოზჩივიტთან შეხვედრა ვერ მოახერხა, მისი სურვილი რომ მსახიობი თავისთან ათამაშოს კიდევ უფრო გამძაფრდა. საბოლოოდ, ისევ ასისტენტების დახმარებით, ბურაქ ოზჩივიტთან მოლაპარაკებები შედგა და ის ბრაზილიურ სერიალში მონაწილეობას მიიღებს.
წინასწარ კი 13 სერიის გადაღებაა დაგეგმილი და მისი გაგრძელება რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. თურქული მედია წერს, რომ მალე ბურაქ ოზჩივიტი, მსახიობ მეუღლე ფახრიე ევჯენისთან ერთად ბრაზილიაში ჩავა და ჰონორარისა და კონტრაქტის პირობებს გაარკვევს. თუ კი Globo-სა და თურქ მსახიობს შორის საბოლოო კონტრაქტი გაფორმდება, მაშინ ბურაქ ოზჩივიტისათვის ეს იქნება პირველი როლი უცხოურ სერიალში.