4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა ამ დღის აღნიშვნა 2008 წელს დაწერილი მსოფლიოს კიბოს დეკლარაციის მხარდასაჭერად დაიწყო.
მისი მიზანია, დაავადებისადმი ხილვადობის ამაღლება, ასევე პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის ხელშეწყობა.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი სამოქმედო გეგმა კი 2020 წლამდე კიბოთი დაავადებისა და მისით სიკვდილიანობის ხილული შემცირებაა.ასევე მისი მიზანია სტიგმასთან ბრძოლა, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნებით დაავადებას თითქმის ყოველთვის ახლავს თან.
წელს კიბოსთან ბრძოლის დღის სიმბოლოა სამაჯური, - სახელად "ერთიანობა", რომელსაც როგორც დაავადებულები ასევე მათი მხარდამჭერები ყიდულობენ, თანხა კი დაავადებულთა დონაციის ფონდში ირიცხება.
აღსანიშნავია, რომ, დღეისთვის მსოფლიოს კიბოს 200-ზე მეტ სახეობასთან უწევს ბრძოლა.