იაროსლავ კაჩინსკის ოპოზიციურმა პარტიამ "სამართალი და სამართლიანობა" სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო.
ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი და მისი თანაგუნდელები ეჭვობენ, რომ გამოძიებას რუსული მხარე აჭიანურებს. იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა უცნაურად იქცევა, როდესაც მოთმინებით ელის რუსული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებას.
ცნობისათვის, ოპოზიციის მიერ ავიაკატასტროფის გამოძიებას იურიდიული სტატუსი არ გააჩნია.