ლონდონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის " Economist Intelligence Uni " მიერ გაკეთებული გამოკვლევით, რომელიც იმ ქვეყნებს ეძღვნება სადაც ხანდაზმულ ადამიანებს ყველაზე უზრუნველყოფილად შეუძლიათ სიბერის გატარება და გარდაცვალება, რუსეთის ფედერაციას ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უჭირავს.
"ავსტრალია ყველაზე საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და გარდაცვალებისათვის. სწორედ აქ აქვთ ხანდაზმულებსა და მოხუცებს ყველაზე კარგი დახმარება.
ავსტრიის შემდეგ რეიტინგში დიდი ბრიტანეთი მოდის. მეორე ადგილი ბრიტანეთმა იმიტომ დაიკავა, რომ აქ სახელმწიფო აქტიურად და მუდმივადაა ჩართული ხანდაზმულთა უზრუნველყოფის პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში მოხვედრილია ის ქვეყნები სადაც არის ღირსეული დონე სამედიცინო მომსახურებისა ხანდაზმული და მომაკვდავი ადამიანებისა. ნუსხაში ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მოდიან: ახალი ზელანდია, ირლანდია, გერმანია, აშშ და კანადა.
ტრადიციულად, კეთილსაიმედო ქვეყნებად მიჩნეულმა დანიამ და ფინეთმა ამ რეიტინგში მხოლოდ 22-ე და 28-ე ადგილები დაიკავეს. სიის ბოლოს აღმოჩნდნენ პორტუგალია, სამხრეთ კორეა და რუსეთი. რეიტინგში ბოლო ადგილი ინდოეთს უჭირავს. იგი მე-40 ადგილზეა. მთლიანობაში კი სტატისტიკა მანუგეშებელი არ არის. ყოველწლიურად მსოფლიოში 100 მილიონ ადამიანზე მეტი საჭიროებს პალიატიურ დახმარებას და მას მხოლოდ 8 % იღებს.