მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ევროკავშირს ირანის მიმართ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ამის გამო ინანებს.
აჰმადინეჯადმა აღნიშნა, რომ ყველას, ვინც მისი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების გადადგმას შეეცდება, უნდა ახსოვდეს, რომ ირანი ამაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის ენერგეტიკული სექტორის მიმართ სანქციებს ფორმალურად მხარს დაუჭერენ, რათა თეირანს ბირთვული პროგრამის განვითარებას ხელი შეუშალონ.
აშშ და მისი მოკავშირეები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირანი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობაინ მიზანს ისახავს.
ევროკავშირის ახალი სანქციები ითვალისწინებს ირანისთვის ტექნოლოგიების მიყიდვას და მომსახურების აკრძალვას, იმისათვის, რომ ბირთვული იარაღის შესაქმენელად მისი ძალისხმევა შეზღუდონ. ამის გარდა დაგეგმილია ირანსითვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა, რომელიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ასევე დაგეგმილია იმ ბანკებზე კონტროლის გამკაცრება, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.
ამასთან დაკავშირებით აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ვაშინგტონის კურსს, განიხილება, როგორც მტრული ქვეყნა და "ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს ", _აღნიშნა ირანის ლიდერმა.