რუსეთისა და აფხაზეთის "ფლოტი" დღეს ერთობლივ სამხედრო სწავლებას იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "აფხაზური ფლოტის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ სანაპირო დაცვის ძალები. სწავლებისას იგეგმება დამუშავდეს ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ იქნება მიმართული".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გასცა განკარგულება იმის შესახებ, რომ "აფხაზეთის საზღვაო შეიარაღებულმა ძალებმა საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთის საზღვაო საზღვრის დამრღვევი საქართველოს გემების მიმართ იარაღი გამოიყენონ".
აფხაზეთის ე.წ. ტერიტორიული წყლების მთლიანობის დასაცავად კი 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთში ორი რუსული სადარაჯო გემი "სობოლი" და "მანგუსტი" დააკავეს.