ერაყში, ტერორისტებმა სატელევიზიო კომპანია "ალ - არაბიას" ბაღდადის ბიუროზე შეტევა განახორციელეს. ტელევიზიის შენობასთან ახლოს დანაღმული მანქანა აფეთქდა. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი მძიმედ დაშვდა. დაშავებულებს შორის ტელევიზიის თანამშრომლებიც არიან.