ავღანეთის ომის შესახებ 90,000-ზე მეტი ოფიციალური დოკუმენტი პრესაში მოხვდა. აღნიშნული დოკუმენტები რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ ვებგვერდ ჭიკიLეაკს.ორგ-ზე დაყრდნობით დაბეჭდა.
ხსენებული სამხედრო და დიპლომატიური ანგარიშები 2004 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის იანვრამდე, ავღანეთში ომის მიმდინარეობას ასახავს და მასში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში თალიბების წინააღმდეგობა იზრდება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდია, დასახელებულია სამხედროებსა და ადგილობრივი მოსახლეობას შორის დაღუპულების რაოდენობა და სხვა სენსაციური მასალები.
მასალების გამავრცელებელი ვებგვერდის, WikiLesks.org - ის დამაარსებელმა, ჯულიან ასანგემ "სი-ენ-ენთან" საუბარში არ დააკონკრეტა, თუ სად მოიპოვა აღნიშნული მასალები.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ავღანეთის ომის შესახებ გავრცელებულ მასალებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განაცხადეს, რომ პენტაგონი ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც დარწმუნდება, რომ დოკუმენტები ნამდვილია და არა ფაბრიკაცია.