რუსეთი სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაფინანსებას ზრდის. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" დუმის სპიკერზე ბორის გრიზლოვზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ დაფინანსებას გავზრდით რუსეთის ფლოტის და ყველა იმ ბაზის, სადაც ეს ფლოტი არის განთავსებული. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ ყველა სამხედრო ხომალდის ტექნიკურ განახლებას, რომელიც რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში შედის", - განაცხადა გრიზლოვმა.