ავღანეთში, ლაგორას პროვინციაში თალიბებმა ტყვედ აყვანილი ორი ამერიკელი ჯარისკაციდან ერთი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ბრიტანულ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანული ტელეკომპანია "სკაინიუს"-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია მათ ავღანეთის ხელისუფლებისგან მიიღეს.
ორი ამერიკელი ჯარისკაცის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს თალიბებმა გაავრცელეს.
აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი ფულადი ჯილდო - 20 ათასი დოლარი დააწესა, მათთვის ვინც დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.