რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს სიცხისგან თავის დასაცავად ცხელი ჩაის დალევას ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა ყირიმში უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ ინუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხა.
"დალიეთ ცხელი ჩაი, ეს კარგად მოქმედებს და ზაფხულის გატარებას გაიადვილებთ", - აღნიშნა პუტინმა.
პუტინი დღეს, უკრაინაში, ყირიმში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. იანუკოვიჩმა რუსეთის პრემიერთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პუტინი ყირიმში რუსეთის საზღვაო ფლოტის დრეს ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კიევმა ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა.