2018 წლის 24 იანვარს 16:00-ზე სასტუმრო Cron Palace -ში გაიმართება ხათუნა წულაძის ინგლისურენოვანი ლექსების კრებულის „I’ll Tell the World” პრეზენტაცია.
საქართველოს პრეზენტაციას დაესწრება და ლექსებს წაიკითხავს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ლოურენს ოლივიეს პრიზის მფლობელი - გაი მასტერსონი.
2018 წლის 22იანვარს გაი მასტერსონი ჩამოდის თბილისში ლექსების ჩასაწერად ხმის ჩამწერ სტუდიაში და შემოქმედებით ჯგუფთან შესახვედრად. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი - ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი - მაია დარჩია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი - დეა მეტრეველი და სხვ. წიგნის 100 ეგზემპლარი იბეჭდება საქართველოში მხოლოდ თბილისის პრეზენტაციისთვის და შემდეგ 2018 წლის 9 თებერვალს ხათუნა წულაძის ლექსების კრებულის „I’ll Tell the World“ შოუქეისი მოეწყობა ლონდონში საქართველოს საელჩოს მიერ, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს ლონდონის გამომცემლების, პროდიუსერებისა და დაინტერესებული პირების მოწვევას და ავტორის წარმოჩენას საუკეთესო კუთხით.
წიგნის შოუქეისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და ავტორს წარადგენს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი. საღამოს დაესწრება მსახიობი გაი მასტერსონი, რომელიც სიტყვით გამოვა და მსმენელებს წაუკითხავს ხათუნა წულაძის რამდენიმე ლექსს. სპეციალისტების შეფასებით, ხათუნა წულაძის ლექსები ღრმა ფილოსოფიური შინაარსის და მსუბუქი ფორმის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს, ჟანრობრივად მრავალფეროვანია, აქტუალურია და მძაფრ ემოციურ შეგრძნებეგბს იწვევს. ლექსები დაწერილია ფართო მასებისთვის გასაგები ფორმით და ჟღერადია.
გაი მასტერსონმა გამოთქვა სურვილი წაეკითხა ხათუნა წულაძის ლექსები და დათანხმდა აუდიოვერსიის გაკეთებაზე ლექსების კრებულისთვის, რომლის გამოცემაც ლონდონშია დაგეგმილი. ამ გზით გაი მასტერსონის სახელი დაეწერება წიგნის გარეკანზე ავტორთან ერთად, რაც დიდად შუწყობს ხელს წიგნის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებას. იგი ასევე დათანხმდა ხათუნა წულაძის ლექსების მიხედვით სპექტაკლის დადგმას ქართველი მსახიობების მონაწილეობით და და ქართულ შემოქმედებით ჯგუფთან, რომლის განხორციელების შემდეგაც სპექტაკლი პირველად ედინბურგის ფრინჯის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას წიგნთან და აუდიოჩანაწერებთან ერთად.