დღეს, 25 ივლისს, ოკუპირებულ აფხაზეთში იქ მყოფი მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის გეგმიური სამხედრო წვრთნა დასულდება.
აღნიშნულ ბაზას გენერალ-მაიორი სერგეი ჩებოტარიოვი ხელმძღვანელობს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსული ბაზის წარმომადგენელთა სამხედრო წვრთნა ოჩამჩირის რაიონში განლაგებულ პოლიგონზე - ნაგვალოუზე მიმდინარეობდა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ წვრთნის ჩატარების მიზანი სამხედრო ბაზის სხვა და სხვა დანაყოფების სამხედრო მომზადების შემოწმება იყო. სამხედრო წვრთნის დროს გამოყენებული იქნა სხვა და სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მძიმე ტექნიკა.
მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები.