უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი კმაყოფილებეს გამოთქვემენ იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა კრიზისამდე პერიოდს დაუბრუნდა. შესაბამისი განცხადება მათ მიერ ფაროსში გაკეთდა, სადაც იანუკოვიჩი შვებულებას ატარებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ორი ქვეყნის ძალისხმევის გაძლიერება ეკონომიკური დიონის ასამაღლებლად.
"კონკრეტული მექანიზმების შექემნის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და დასძინა, რომ შემოდგომაზე სამათვრობათაშორისო კომისიამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით.
თავის მხრივ, რუსეთის პრემიერმა რუსეთის პრემიერმა ყირიმში მიწვევისთვის მადლიერება გამოხატა.
"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ რუსეთის საზღვაო ფლოტს დღის წინადღეს. ვიცი რომ თქვენ აპირებთ სევატოპოლის სტუმრობას და ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენი მეზღავურები უკრაინელები და რუსები ამ დღეს ერთად იქნებიან", _ მიმართა პუტინმა იანუკოვიჩს.
მისი თქმით, 2009 წლის კრიზისის შემდეგ საქონელბრუნბვა გაიზარდა და კრიზისამდელ პერიოდს გაუთანაბრდა. Mპუტინმა ასევე აღნიშა, რომ ორ ქვეყანას გააჩნია დიდი პოტენციალი ურთიერთობების გასაუჯობესებლად განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის საკითხებში.