რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს.
ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანად კვლავაც რჩება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება. რუსული მხარე ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს.
ამას გარდა, შეხვედრაზე ასევე იგეგმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს საზღვრისპირა რაიონებში არსებული სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-12 რაუნდის გამართვა 27 ივლისს იგეგმება.