ჰანოეში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, Eშეხვედრისას რუსულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციას", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პოსტსაბჭოთა სივრცეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დარეგულირებას.
"ისაუბრეს ასევე ავღანეთსა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ჰანოეში უსაფრთხოების საკითხებზე მე-17 რეგიონალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.