სამხეთ აფრიკის რესპუბლიკის ატლანტიკურ სანაპიროსთან ვეშაპმა იახტა დააზიანა. გემის მფლობელების, პალუმა და რალფ ვარნერების განცხადებით, 10-მეტრიანმა ვეშაპმა გემზე გდახტომა მოსწრო, რა დროსაც გემის ანძა დააზიანა. გემის მფობელებს დაუპატიჟებელი სტუმრის ვიზიტის შემდეგ გემის რემონტი 10 ათასი დოლარი დაუჯდებათ.
"ის დაახლობით 120 მეტრში დავინახეთ, რის შემდეგაც წყალში დაიმალა. რამდენიმე წამის შემდეგ კი შევნიშნე, რომ ჩვენგან 10 მეტრში ამოცურვას ცდილობდა. ჩვენი იახტის ძრავი გამორთული იყო და ეტყობა ვეშაპი არც ელოდა რომ ჩვენ იქ ვიყავით", _ განაცხადა პალომა ვარნერმა. მისივე თქმით, მან დაინახა თუ როგორ გადაახტა ვეშაპი იახტას, რომლის დროსაც ის ანძას წამოედო და შემდეგ წყალში ჩაეშვა.