პერუს 24-დან 16 პროვინციაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ქვეყნის რიგ რეგიონებში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცა. პერუში დაბალი ტემპერატურისდ გამო ამ დროისათვის 112 ადამიანია დაღუპული მათ შორის 42 ბავშვია.
ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებული რეგიონებისათვის კვების პროდუქტებს მედიკამენტებს და თბილ ტანსაცმელს აგროვებს.
ასევე პრობლემაა შექმნილი შინაური ცხოველების საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. პერუს მთავრობის განცხადებით, დახმარებების განაწილებისას უპირატესობა იმ დასახლებულ პუნქტებს მიენიჭებათ, რომლებიც ზღვის დონიდან 3000 კმ მეტ სიმაღლზე მდებარეობენ.