ფილიპინებზე ქალაქ კოტაბატოდან სამხრეთ-დასავლეთით 136 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6.2 ბალი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ცუნამის წარმოქმნის საშიშროება არ არის. ნგრევისა და მხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
განმეორებითი ბიძგები იმავე ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში კვლავ მოხდა, რომლის სიძლიერემ 6.9 და 7.4 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინების არქიპელაგი ე.წ. წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი რგოლის შემადგენელი ნაწილია და აღნიშნული რეგიონი დედამიწაზე ტექტონიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.