ვენესუელაში მყოფი აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი, ამ ქვეყანაში საპატიო სტუმრებად გამოაცხადეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვენესუელის მედია იუწყება, რომ შესაბამისი სიგელები ბაღაფშსა და კოკოითს ვენესუელის დედაქალაქის მთავრობამ უკვე გადასცა. კოკოითისა და ბაღაფშს ასევე აჩუქეს კარაკასის სიმბოლური გასაღები.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშმა და აფხაზური დელეგაციის წარომადგენლებმა სიმონ ბოლივარის საფლავზე ყვავილები მიიტანეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლას მადურო და კარაკასის მერი ხორხე როდრიგესი ახლდნენ. შეხვედრები გაიმართა ასევე ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.