აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა იმედს იტოვებს, რომ მიუხედავად რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის 2024 წლამდე დარჩენის შესახებ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებისადმი ინტერესს არ დაკარგავს.
"საბჭოეთის დროსაც ხომ იყო სევასტოპოლში სამხედრო საზღვაო ბაზა. ოჩამჩირეში კი რუსეთის სასაზღვრო გემები ბაზირდებოდნენ. ოჩამჩირეში ბაზის აშენება არის როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის ინტერესებში", - აცხადებს შამბა და დასძენს, რომ აფხაზეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს და მოსკოვში ეს ძალიან კარგად ესმით.