რუსეთი და ნატო მზად არიან, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთად მოძებნონ გამოსავალი. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განცხადა.
"მზად ვართ, ერთად მოვძებნოთ გამოსავალი თანამედროვე გამოწვევებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისთვის, რომელიც ორივე მხარის ინტერესებში შედის", - განუცხადა მაკაროვმა ჟურნალისტებს ნატოს წარმომადგენელთან, იტალიელ ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები სამხედრო სფეროში, რომელზედაც საუბარი ჯერ კიდევ მაისში ბრიუსელში იყო.
"ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ - უკვე რეალიზებულია დასახული გემების ნახევარზე მეტი. მივიჩნევთ, რომ გეგმების პუნქტების რაოდენობას კი არ უნდა ვდიოთ, არამედ ჩვენს ურთიერთობებში აუცილებელია ზუსტი პრიორიტეტები დავსახოთ", - აღნიშნა გენშტაბის უფროსმა.
ჯამპაოლო დი პაოლამ აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის თანამშრომლობა 2011 წლისთვის კიდევ უფრო გაძლიერდება ტერორიზმთან ბრძოლისა და ავღანეთის საკითხებში.