მიმდინარე წელს რუსეთი სეპარატისტულ აფხაზეთს სახელმწიფო კრედიტს, 700 მილიონ რუსულ რუბლს გამოუყოფს. ეს გათვალისწინებულია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით, რომელიც რუსეთის მთავრობამ მოიწონა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს, მოლაპარაკებები გამართოს აფხაზურ მხარესთან და შეთანხმების შემდეგ ხელშეკრულება რუსეთის მთავრობის სახელით გააფორმონ.
"კრედიტი გამოიყოფა ორმაგი ტრანშით. პირველი ტრანში 300 მილიონი რუბლის ოდენობით გადმოირიცხება 15 დღის განმავლობაში შეთანხმების გაფორმებიდან. მეორე ტრანში, 400 მილიონი რუბლის ოდენობით, ასევე გადმოირიცხება 15 დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკიდან დასტურის მიღების შემდეგ. დასტური შეეხება იმას, აფხაზურმა მხარემ პირობა შეასრულა და აფხაზეთის ნაციონალური ბანკის პირველადი მოდერნიზაცია ჩაატარა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათი ინფორმაციით, აფხაზური მხარე რუსულ მხარეს კრედიტით სარგებლობის პროცენტს გადაუხდის წლიური 2,5 % ოდენობით