ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა უკანასკენელი ორი წლის განმავლობაში 20 მილიონამდე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, პეკინის მოსახლეობა 19,72 მლნ ადამიანს შეადგენს. აქედან 12,46 მლნ მუდმივი მაცსოვრებელია, 7,26 მლნ კი ჩასული.
კვლევის შედეგების თანახმად, 2006 და 2009 წლებს შორის ჩინეთის დედაქალაქის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, ძირითადად მიგრანტების ხარჯზე. თუმცა პეკინის მცხოვრებთა ასეთი სწრფი ზრდა გარემოს, კომუნიკაციებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდ ზიანს აყენებს.
ესპერტების აზრით, მიგრანტებს პეკინი იმით იზიდავს, რომ დედაქალაქში ცხოვრების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ჩინეთის სხვა პატარა ქალაქებში.