სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა. მართალია, „ყინულის და ცეცხლის სიმღერის“ მკითხველები „ზამთრის ქარებს“ წელს ელოდებიან, თუმცა ჯორჯ მარტინს წიგნის გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
შესაბამისად, მათთვის, ვისაც წიგნის თუ სერიალის მოლოდინში, ნოსტალგიის გაქარვება სურს, და სტარკების მსგავსად, სიცივეც არ აშინებს, ფინეთში, „სამეფო კარის თამაშების“ თემატიკის ყინულის სასტუმროში დასვენება საუკეთესო თუ არა, კარგი საშუალება მაინც იქნება.
Lapland Hotels Snowvillage-მა „სამეფო კარის თამაშებით“ ინსპირირებული სასტუმრო HBO-ს სკანდინავიურ ჯგუფთან თანამშრომლებით მოაწყვეს.
სასტუმროში გზა რომ არ აგებნეთ, ვესტეროსის რუკა გამოიყენეთ:
თუ ვინმესგან დამალვა გსურთ, სახეების დარბაზში გაისეირნეთ:
ღამით, სიზმრების დარაჯად, თეთრი მოხეტიალე რამდენად გამოდგება საკითხავია...ალბათ, ამასაც აქვს თავისი ხიბლი: