ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი წილად მსახიობ ჯილიან ანდერსონს ერგო. მსახიობმა მაყურებელს თავი "საიდუმლო მასალებში" შესრულებული როლით დაამახსოვრა. პოპულარულ შოუში, რომელიც ამერიკული არხების ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა, ჯილიან ანდერსონი აგენტ სკალის როლს ასრულებს. 5-წლიანი პაუზის შემდეგ პოპულარული შოუ ეკრანებზე მე-11 სეზონით დაბრუნდა.