პრაღაში 49 წლის ასაკში იულია ტიმოშენკოს ქალიშვილის, ევგენიას ყოფილი ქმარი, მუსიკოსი შონ კარი გარდაიცვალა. ამის შესახებ როკ-ჯგუფი Death Valley Screamers ფეისბუკის გვრდზე იტყობინება.
„ის 8 იანვარს ძილში გარდაიცვალა. შონთან ერთად მისი ქალიშვილი ჩარლი იმყოფებოდა,“-ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. შონ კარი ჯგუფ Death Valley Screamers-ის ლიდერი, ცნობილი ბიზნესმენი და ბაიკერი იყო.