გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების კანონიერების შესახებ თავისი დასკვნა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, "სერბეთის პრეტენზია უსაფუძვლოა" და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კანონის ფარგლებში მოხდა.
სასამართლოს პრეს-სპიკერის განცხადებით, აღნიშნული დასკვნას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და განაჩენს არ წარმოადგენს. მისი თქმით, გენერალურ ასამბლეას თავად მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სერბეთის სარჩელთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის თებერვალში კოსოველმა ალბანელებმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე 70-მა სახელმწიფომ აღიარა. წელიწადნახევრის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის ინიციატივით აღნიშნული საკითხი განსახილველად საერთაშორისო სასმართლოს გადასცა.
ამ დროისათვის სერბეთსა და კოსოვოში ვითარება დაძაბულია. ორივე მხარე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.