ჰოლივუდის მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ბრიტანული გამოცემა "ნიუს ოფ ზი ვორლდ"-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგეს, რომელმაც წყვილის გაყრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემამ მსახიობებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის რაოდენობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ თანხა მსახიობების მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.
2010 წლის იანვარში გამოცემამ გამოაქვეყნმა სტატია, სადაც ამტკიცებდნენ, რომ პიტი და ჯოლი განქორწინებას აპირებენ. პუბლიკაციაში ასევე საუბარი იყო, რომ წყვილმა უკვე მიმართა ადვოკატებს და მოამზადა ყევლა აუცილებელი დიკუმენტი ქონების გაყოფასა და ბავშვების მეურვეობის შესახებ. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე მსახიობებთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ცნობები სინამდვიელს არ შეეფერებოდა.
2010 წლის თებერვალში ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გამოცემის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელი შეიტანეს.
ჯოლისა და პიტის რომანი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ფილმში "მისტერ და მისის სმიტები" მონაწილეობდნენ. იმ დროისათვის პიტი დაქორწინებული იყო სერიალ " მეგობრების" ვარსკვლავზე ჯენიფერ ენისტონზე. ჯოლი და პიტი ექვს ბავშვს ზრდიან. აქედან წყვილმა სამი მათგანი იშვილა. 2010 წლის გაზაფხულზე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები მშობლებს ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას სთხოვდნენ, თუმცა ქორწინება ჯერჯერობით არ შემდგარა.