გაეროს საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების კანონიერების შესახებ თავის დასკვნას გაახმოვანებს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის თებერვალში კოსოველმა ალბანელებმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე 70-მა სახელმწიფომ აღიარა. წელიწადნახევრის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის ინიციატივით აღნიშნული საკითხი განსახილველად საერთაშორისო სასმართლოს გადასცა.
ამ დროისათვის სერბეთსა და კოსოვოში ვითარება დაძაბულია. ორივე მხარე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.