კრემლის პრეს-მდივანმა წლის მთავარი იმედგაცრუება დაასახელა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 2017 წელს მოსკოვს ყველაზე მეტად იმედი ვაშინგტონმა გაუცრუა.
„რა თქმა უნდა, მთავარი იმედგაცრუება რუსულ-ამერიკული ურთიერთობა და ის პოზიციაა, რომელიც ვაშინგტონს რუსეთის მიმართ აქვს,"-აღნიშნა პესკოვმა.