ისრაელი წვიმისთვის ლოცულობას. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოწოდებით გოდების კედელთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ღმერთს წვიმის მოსვლა შესთხოვა. ისრაელი წყლის რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდის, რასაც თან ძლიერი გვალვაც დაერთო. ბოლო 4 წელია, ისრაელში წვიმა იშვიათი მოვლენაა.