ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ტერორისტთა სამიზნე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო გახდა. შენობასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი აფეთქების შესახებ, რომელიც კულტურის ცენტრთან მოხდა.