თურქეთში, ერზურუმის რაიონში, წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა და 7 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ათობით დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ამის შესახებ "CNN Turk" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე დაღუპული ერთი ოჯახიდან იყვნენ. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილია რამდენიმე დასახლება. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სპეციალისტები წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.