აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა შედგება. ჯერ-ჯერობით უცნობია, აპატიებენ თუ არა სენატორები ბრაიზას 1997 წლის ავტოავარიაში მონაწილეობას, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა.
1997 წლის 18 აგვისტოს ბრაიზამ მოსკოვში ქალი გაიტანა, რომელიც თავის უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით დაზარალებული გარდაიცვალა.
ამ ინციდენტის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციამ ბრაიზა მოსკოვიდან გაიწვია და გარდაცვლილი ქალის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
დიპლომატის გაწვევა კი იმით ახსნეს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მეთიუ ბრაიზა რუსეთში აშშ-ს საელჩოში ეფექტურად მუშაობას ვერ შეძლებდა.
შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზა ამერიკელი დიპლომატია. დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო საქმეთა ბაკალავრის ხარისხით. 1988 წლიდან იმყოფება დიპლომატიურ სამსახურში.
1991-1995 წლებში მუშაობდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში. 1995-1997 წლებში მოსკოვში არსებულ აშშ-ს საელჩოში ელჩის თანაშემწედ მუშაობდა და რუსეთის დუმასთან, კომუნისტურ პარტიასთან და დაღესტანთან ურთიერთობებს კურირებდა.
1997-1998 ბრაიზა კავკასიასა და შუა აზიაში ეკონომიკური რეფორმების დახმარებას კურირებდა.
2005 წლის ივნისში ბრაიზამ ევროპასა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობაზე იგი კურირებდა კავკასიურ და აღმოსავლეთევროპულ პოლიტიკას. ბრაიზა იყო ხელმძღვანელი ამერიკული სამშვიდობო ღონისძიებებისა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან) ტერიტორიებზე.
კავკასიის საკითხებზე მუშაობისას, ბრაიზას არაერთგზის გამოუჩენია თავი ანტირუსული მწვავე განცხადებებით. კონკრეტულად კი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების დროს.
მეთიუ ბრაიზა თავისუფლად ფლობს - რუსულ, პოლონურ, გერმანულ და ესპანურ ენებს.
მასალის გამოყენების პირობები