Philippine Airlines-ის პილოტმა, ხუან პაოლო ფერმინმა ოჯახს საშობაო სიურპრიზი მოუწყო.
ის დედას და მამინაცვალს თვითმფრინავში მოულოდნელად შეხვდა, როცა ისინი ვანკუვერიდან მანილაში მიფრინავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოჯახმა მასთან ერთად შობა ბოლოს 17 წლის წინ გაატარა.
როგორც ფერმინმა CNN Philippine-ს უთხრა, ოჯახთან შეხვედრამდე ძალიან ნერვიულობდა.
„როცა მათთან შესახვედრად მივდიოდი, თან ბედნიერი ვიყავი და თანაც ძალიან ვნერვიულობდი. ზოგადად, სიურპრიზები არ მეხერხება“, - თქვა პილოტმა CNN-თან საუბრისას.