ნატოს წარმომადგენელი, იტალიელი ადმირალი ჯამპაულო დი პაოლა რუსეთში ვიზიტის იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იტალიელი ადმირალის ვიზიტის მიზანია, რომ რუსეთთან ნატოს ურთიერთობა სრულფასოვნად აღდგეს, რომელიც 2008 წელის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის გამო შეწყდა.
ჯამპაულო დი პაოლა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, გენერალ ნიკოლაი მაკაროვს შეხვდება.
მხარეები შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ოთხ მიმართულებას განიხილავენ - ანტიტერორისტულ, მეკობრეებთან ბრძოლა, ზღვაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები და ზურგში მყოფი ჯარისკაცების მომარაგება.
აღნიშნული საკითხები გაერთიანებულია 2010 წლის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, რომელზედაც საუბარი იყო ბრიუსელში 5 მაისს გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოზე.
იტალიელი ადმირალი მოსკოვში ასევე წაიკითხავს ლექციას ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.