ჯალალ-აბადში ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ძმა, ახმატ ბაკიევი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახმატ ბაკიევი თავის ნათესავთან დააკვეს, რომელიც გადაცმული იყო, ხელოვნურად ჰქონდა გაკეთებული წვერი და გრძელი თმა. მასთან ერთად დაკავებულია მისი ოთხი მეგობარი.
ბაკიევის დაკავების ფაქტს ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მელისა ტურგანბაევაც ადასტურებს.
მისი თქმით, დაკავების დროს ექს-პრეზიდენტის ძმას თან ჰქონდა 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 75 ვაზნით, ნიღაბი, ხელოვნური წვერი და პარიკი.
შეგახსენებთ, რომ ახმატ ბაკიევზე ძებნა 30 აპრილს გამოცხადდა. ყირგიზეთის სამართალდამცველები მას მასობრივი არეულობის მოწყობაში, ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებენ.