მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ქაბულში სადაზვერვო სამსახურის შენობის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ქაბულში განხორციელებული მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტია. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.