დამასკოში ახალი აეროპორტის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ სირიის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამუდმა განაცხადა. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დამასკოს ძველი აეროპორტი 1970 წელს არის აშენებული. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ის რეგიონში ყველაზე დიდ აეროპორტად ითვლებოდა. დღეისათვის მუშა მდგომარეობაში 12-დან მხოლოდ 5 თვითმფრინავი რჩება. საერთაშორისო რეისები დამასკოს აეროპორტიდან მხოლოდ ირანის, ლიბანის, სომხეთისა და რუსეთის მიმართულებით სრულდება.